რუსეთი არ არის შეშფოთებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის

რუსეთი არ არის შეშფოთებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანით.
რუსეთი არ არის შეშფოთებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანით.
ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბორის ხრისტენკომ. ამასთან, ხრისტენკოს სიტყვებით, არ არსებობს გარანტია, რომ ნავთობსადენს მართლაც გაიყვანენ. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე დიდი დრო გავა. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა გუშინ დაიწყო ოფიციალური ცერემონიით, რომელსაც აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აგრეთვე შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი დაესწრნენ.