აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ

აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ ავღანეთში დააპატიმრეს თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილი 7 მამაკაცი და დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.
აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ ავღანეთში დააპატიმრეს თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილი 7 მამაკაცი და დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.
ამერიკელ ლეიტენანტ როჯერ კინგის განცხადებით, 12-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა, ავღანელ მოკავშირეებთან ერთად, გუშინ შეიპყრო ეჭვმიტანილები ქალაქ ხოსტის მახლობლად მდებარე დასახლების გაჩხრეკის დროს. ამ ინფორმაციით, დაპატიმრებულ მამაკაცებს ანტიტერორისტული კოალიციის მიერ გასამართლება მოელით.