ისრაელის ჯარები განაგრძობენ პალესტინის ავტონომიის

ისრაელის ჯარები განაგრძობენ პალესტინის ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინის ალყას ქალაქ რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ისრაელის ჯარები განაგრძობენ პალესტინის ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინის ალყას ქალაქ რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
პალესტინური წყაროების თანახმად, არაფატის რეზიდენციის ნაწილი დანგრეულია. შენობაში 200-მდე პალესტინელი იმყოფება. მათ შორის არის 20 ადამიანი, რომლებიც ისრაელებზე თავდასხმების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი. ისრაელის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არაფატის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. პალესტინელთა ლიდერმა დღეს განაცხადა, რომ არ ჩაბარდება ისრაელის ჯარებს. მან აგრეთვე მოუწოდა პალესტინელებს, შეწყვიტონ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმები. ისრაელის ჯარები რამალაში ხუთშაბათს ღამით შევიდნენ მას მერე, რაც თელ ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ევროპის კავშირმა დღეს განაცხადა, რომ არაფატის შტაბ-ბინის ალყა ხელს არ შეუწყობს ტერორიზმის შეწყვეტას.