გერმანიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების

გერმანიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დარჩა სოციალ-დემოკრატებისა და “მწვანეთა” კოალიცია,
გერმანიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დარჩა სოციალ-დემოკრატებისა და “მწვანეთა” კოალიცია,
რომელმაც მეტოქეებს უმნიშვნელო უპირატესობით აჯობა.
კანცლერ გერჰარდ შრიოდერის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და “მწვანეებს” მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 47 პროცენტზე ოდნავ მეტმა; ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ალიანსმა (რომელსაც ედმუნდ შტოიბერი უდგას სათავეში) და მისმა შესაძლო პარტნიორმა – თავისუფალმა დემოკრატებმა – ხმების 45,9 პროცენტი მოაგროვეს. სოციალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ სამი კვირის ვადაში ახალი მთავრობა მთლიანად ჩამოყალიბებული იქნება. კანცლერის პოსტს, როგორც ჩანს, გერჰარდ შრიოდერი შეინარჩუნებს. დემოკრატიული სოციალიზმის პარტიამ (ყოფილმა კომუნისტურმა პარტიამ) ხუთპროცენტიანი ზღუდე ვერ გადალახა.