“საქართველო დიდად აფასებს იმ ყურადღებას

“საქართველო დიდად აფასებს იმ ყურადღებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იჩენს პატარა ქვეყნის მიმართ
“საქართველო დიდად აფასებს იმ ყურადღებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იჩენს პატარა ქვეყნის მიმართ
და ეს მხარდაჭერა უპირველესად განპირობებულია საქართველოს გულწრფელი სურვილით, ააშენოს თავისუფალი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფო” – ასეთი კომენტარი გაუკეთა ედუარდ შევარდნაძემ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ მისთვის შაბათს გაგზავნილ წერილს. ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბუშის აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად.