რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ საქართველოში

რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ საქართველოში, რუსეთის საზღვართან,
რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ საქართველოში, რუსეთის საზღვართან,
ჩეჩენ მეამბოხეთა ორი ქვედანაყოფია თავმოყრილი რუსლან გელაევის რაზმიდან, სულ 200-დე მებრძოლი. რუსეთის სარდლობა არ გამორიცხავს, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცდებიან. სახელმწიფო საზღვრის დაცვა – გაძლიერებულია. ამასობაში გროზნოში დღეს, ორი ძლიერი აფექების შედეგად 3 ჩეჩენი მილიციელი დაიღუპა, და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოთა ამდენივე თანამშრომელი – დაიჭრა. სოფელ ოქტიაბრსკოეში, ნიღბიანი შეიარაღებული პირები რამდენიმე სახლში შეიჭრნენ და 2 ქალი და 1 მამაკაცი მოკლეს.ამ მკვლელობის მოტივი – არაა ცნობილი. დღესვე გროზნოში, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამშენებლო ფირმა ”ბლოკის” გენერალური დირექტორი ვისსარიონ პაკი გაიტაცეს.