აფეთქებების შედეგად ინდონეზიაში 5 ადამიანი

აფეთქებების შედეგად ინდონეზიაში 5 ადამიანი დაიღუპა..
აფეთქებების შედეგად ინდონეზიაში 5 ადამიანი დაიღუპა..
სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მოხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად. დაჭრილთა შორის ამერიკელი და ავსტრალიელი ტურისტებია. პოლიციის ცნობით, ორი აფეთქება ერთდროულად მოხდა. ერთი – პოპულარულ კურორტ კუტა-ბიჩზე, რესტორნის წინ. მეორე – ქალაქის ცენტრში, ამერიკის საკონსულოს შენობის მახლობლად.