ევროკავშირი და რუსეთი თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ

ევროკავშირი და რუსეთი თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს
ევროკავშირი და რუსეთი თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს
ევროკავშირმა და რუსეთმა თავშეკავებისაკენ მოუწოდეს დღეს დაპირისპირებულ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელმა სამხედროებმა სულ ცოტა 6 პალესტინელი მოკლეს. პალესტინელთა ცნობით, გუშინდელი ინციდენტის დროს ღაზის სექტორში დაღუპულთა შორის 2 ბავშვი იყო. ათობით სხვა პალესტინელი, მათ შორის მრავალი მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ”გაოგნებულია” მშვიდობიან მოქალაქეთა დაშავების გამო. დანიამ, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს ამჟამად განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო უნდა მოეღოს ძალადობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის ჯარის მიერ ძალის გამოყენება პლესტინელთა წინააღმდეგ და მოლაპარაკებათა განახლებისკენ მოუწოდა ორივე მხარეს.