ერაყის მთავრობა ქვეყნიდან წასულ თავის

ერაყის მთავრობა ქვეყნიდან წასულ თავის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ერაყის მთავრობა ქვეყნიდან წასულ თავის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
მით უმეტეს, რომ გასულ შაბათ-კვირას პრეზიდენტის ამნისტიით ერაყში ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს. ერაყის გაზეთი "ათ-თავრა" წერს, რომ მათ, ვინც თავის დროზე, ციტატა - "სწორი გზიდან გადაუხვია", შეუძლიათ ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში. იგივე გაზეთის თანახმად, დაბრუნებული ერაყელები ღირსეულად და წყნარად განაგრძობენ ცხოვრებას. ბაღდადში კი ინფორმაციის სამინისტროსთან 50-მდე ერაყელი საპროტესტო აქციას მართავს ამნისტიის მიუხედავად მათი ნათესავების გაუნთავისუფლებლობის გამო. მათ ოჯახის წევრთა ფოტოები უჭირავთ და იმავდროულად სადამ ჰუსეინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს წარმოთქვამენ.