მაშველებმა მხოლოდ 9 ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა მხოლოდ 9 ადამიანი გადაარჩინეს კასპიის ზღვაში სამშაბათს მომხდარი კატასტროფის დროს. უკანასკნელი მონაცემებით,
მაშველებმა მხოლოდ 9 ადამიანი გადაარჩინეს კასპიის ზღვაში სამშაბათს მომხდარი კატასტროფის დროს. უკანასკნელი მონაცემებით,
ძლიერი ღელვის დროს კასპიის ზღვაში გუშინ ჩაძირულ აზერბაიჯანის ბორან ”მერკური-2”-ზე მყოფი 50-ზე მეტი ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 9 გადაარჩინეს. როგორც აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აცნობა დღეს კორესპონდენტებს, მხოლოდ 3 დაღუპულის გვამები ნახეს; დანარჩენების ბედი – უცნობია. ბორანს, ყაზახეთის ნავსადგურ აქტაუდან ათას ტონამდე ნავთობი მიჰქონდა ბაქოში. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, კატასტროფის ადგილი კასპიის ზღვაში, 15 კილომეტრის სიგრძისა და 8 კილომეტრის სიგანის ნავთობის ლაქამ დაფარა.