ერაყის კულტურის მინისტრმა ჰამედ იუსუფ

ერაყის კულტურის მინისტრმა ჰამედ იუსუფ ჰამადიმ დღეს იორდანიის დედაქალაქში განაცხადა,
ერაყის კულტურის მინისტრმა ჰამედ იუსუფ ჰამადიმ დღეს იორდანიის დედაქალაქში განაცხადა,
რომ ერაყის განიარაღების მიზნით აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ”ომის გამოცხადების ტოლფასია”. დღესვე, მოგვიანებით ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი-ქვეყნის წარმომადგენლები, მორიგ სხდომაზე, ხსენებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ ერაყის საკითხის განხილვა გაეროში დასკვნით ფაზაშია შესული, თუმცა ჯერაც გაურკვეველია – მიიღებს თუ არა უშიშროების საბჭო ახალ რეზოლუციას.