რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ქებით მოიხსენია დღეს ევროკავშირის გადაწყვეტილება
რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ქებით მოიხსენია დღეს ევროკავშირის გადაწყვეტილება
ათი, უმეტესწილად ყოფილი კომუნისტური ქვეყანა, მათ შორის მისი მშობლიური პოლონეთი მიიღოს ამ გაერთიანებაში. ვატიკანში, უნგრეთის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრისას პაპმა თქვა, რომ ხალხისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილებისა და ბრუნვის გზითაა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ბოლო მოუღო შიშს, იზოლაციასა და ვიწრო ნაციონალიზმს, რამაც ამდენი მტრობა გამოიწვია უახლეს ისტორიაში ევროპის კონტინენტსა და საერთაშორისო დონეზე.