დღეს რუსეთი პატივს მიაგებს ორი

დღეს რუსეთი პატივს მიაგებს ორი დღის წინ თეატრალურ ცენტრში დაღუპულ მძევალთა ხსოვნას.
დღეს რუსეთი პატივს მიაგებს ორი დღის წინ თეატრალურ ცენტრში დაღუპულ მძევალთა ხსოვნას.
დღეისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 117 მძევალია დაღუპული. მხოლოდ ორი მათგანი ემსხვერპლა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს, დანარჩენი გაზით მოიწამლა. მოსკოვის საავადმყოფოებში 300 დაზარალებული რჩება, რომელთაგან 45 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე ათეული ადამიანის ბედი ამ წუთამდე გაურკვეველია. ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ყველა დაღუპულის ამოცნობა. მოსკოვის ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს ყველა დაღუპულის დაკრძალვის ხარჯებს.