ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს მადრიდში განაცხადა, რომ აშშ-ის "მცდარმა" საგარეო პოლიტიკამ
ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს მადრიდში განაცხადა, რომ აშშ-ის "მცდარმა" საგარეო პოლიტიკამ
კიდევ უფრო აამაღლა ისლამურ სამყაროში "ლა-ყაიდის" ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ავტორიტეტი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, ხოსე მარია ასნართან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხათამიმ თქვა, რომ ირანს გაუმართლებლად მიაჩნია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება და თან დასძინა, რომ აშშ-ს არ შეუძლია ძალით შეცვალოს ერაყში მთავრობა, რაც თავად ერაყელი ხალხის გადასაწყვეტია.