მოსკოვის საავადმყოფოებში დღემდე იმყოფება დუბროვკის

მოსკოვის საავადმყოფოებში დღემდე იმყოფება დუბროვკის თეატრალურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული 184 ადამიანი.
მოსკოვის საავადმყოფოებში დღემდე იმყოფება დუბროვკის თეატრალურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული 184 ადამიანი.
მიღებული ცნობების თანახმად, მათგან 15 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო ოთხი დღის მანძილზე საავადმყოფოებიდან 501 ყოფილი მძევალი გაეწერა, მაგრამ მათგან 30-მა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ისევ მიმართა ექიმებს დახმარებისთვის. შეგახსენებთ, რომ დუბროვკის თეატრალურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად 119 მძევალი დაიღუპა.