ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთმა ლიდერმა

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზელიმხან იანდარბიევმა დანიის ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზელიმხან იანდარბიევმა დანიის ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა
რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ახმედ ზაკაევის დაკავების გამო. იანდარბიევმა, რომელიც უწინ იჩქერიის პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ამ რესპუბლიკის წარმომადგენელია არაბულ სამყაროში, საპროტესტო წერილები გაუგზავნა დანიის პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და დედოფალ მარგრეტეს. ზაკაევი, რომელიც კოპენჰაგენში "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში" მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული, დანიის პოლიციამ გუშინ დააკავა რუსეთის მიერ გაცემული ორდერის შესაბამისად. დღეს მოსკოვმა ოფიციალურად მოითხოვა ზაკაევის ექსტრადიცია.