სამხრეთ იტალიაში გუშინ მომხდარი ძლიერი

სამხრეთ იტალიაში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია.
სამხრეთ იტალიაში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია.
რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავებულია. დაღუპულთა უმრავლესობას შეადგენენ ბავშვები, რომელთა გვამები ქალაქ სან ჯულიანო და პულიაში, საბავშვო ბაღის ნანგრევებიდან ამოიღეს. დღეს დილით მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 წლის ბიჭი. დღესვე ჯულიანო და პულიას ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია, დროებით დატოვონ ქალაქი, რადგან იქ კიდევ ერთი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი აღირიცხა. მისმა ძალამ რიჰტერის სკალით 5,3 ბალი შეადგინა.