რუსეთის გენერალური პროკურატურა მომავალ კვირაში

რუსეთის გენერალური პროკურატურა მომავალ კვირაში დამატებით მასალას წარუდგენს დანიას
რუსეთის გენერალური პროკურატურა მომავალ კვირაში დამატებით მასალას წარუდგენს დანიას
ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენლის, კოპენჰაგენში დაკავებულ აჰმედ ზაკაევის საქმესთან დაკავშირებით. მოსკოვი ზაკაევის გაცემას მოითხოვს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა ლეონიდ ტროშინმა განაცხადა, ზაკაევს - შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობის, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ორგანიზაციისა და სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებები აქვს წაყენებული. დანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთიდან ადრე მიღებული მასალები ზაკაევის შესახებ - არ იძლევა მისი ექსტრადიციისთვის საკმარის საფუძველს. დანიის იუსტიციის მინისტრმა ლენე ესპერსენმა თქვა, რომ თუ ზაკაევის ბრალდების დამადასტურებელი სამხილი 30 ნოემბრამდე არ იქნება წარმოდგენილი, ზაკაევს გაათავისუფლებენ.