თბილისის საკრებულომ დღეს გამართულ პირველ

თბილისის საკრებულომ დღეს გამართულ პირველ სხდომაზე თავის თავმჯდომარედ აირჩია ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
თბილისის საკრებულომ დღეს გამართულ პირველ სხდომაზე თავის თავმჯდომარედ აირჩია ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
ფარული კენჭისყრის შედეგად სააკაშვილმა 27 ხმა მოაგროვა. მისი არჩევის წინააღმდეგი იყო ორი დეპუტატი. კენჭისყრის წინ 49-მანდატიან საკრებულოში რეგისტრაცია 46-მა დეპუტატმა გაიარა. მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ახალმა მემარჯვენეებმა", "მრეწველებმა" და "აღორძინება - 21-ე საუკუნემ". მათ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ სამანდატო კომისია ძირითადად ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საკრებულოს მდივნად არჩეულ იქნა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი ზურაბ ჟვანია.