დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა

დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობა
დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობა
და საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ხუთ ჩეჩენს კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. პარასკევს სასამართლომ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო კიდევ სამი დაკავებულის მიმართ. ამჟამად, საქართველოში საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 13 ჩეჩნიდან 8 იმყოფება. საზღვრის ხუთი დამრღვევი საქართველომ რუსეთს გასულ თვეში გადასცა. პატიმრობის ვადა გაგრძელებულ იქნა იმ მოტივით, რომ დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის. ჯერაც დასადგენია მათი ნამდვილი ვინაობა და წარმომავლობა.