ერაყი მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს გაეროს

ერაყი მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია განიარაღების თაობაზე.
ერაყი მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია განიარაღების თაობაზე.
როგორც ნიუ იორკში განაცხადა გაეროში ერაყის ელჩმა მოჰამედ ალდურიმ, ბაღდადი მზადაა დამორჩილდეს რეზოლუციას, რათა თავიდან აიცილოს ომი. რეზოლუცია ითხოვს, რომ გაეროს სამხედრო ინსპექტორები დაუბრკოლებლად იქნენ დაშვებული ერაყის ყველა ობიექტზე. როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო ექსპერტების პირველი ჯგუფი ორშაბათს ჩავა ერაყში.