ორშაბათს ერაყში ჩადის საერთაშორისო ექსპერტთა

ორშაბათს ერაყში ჩადის საერთაშორისო ექსპერტთა პირველი ჯგუფი ჰანს ბლიკსის ხელმძღვანელობით.
ორშაბათს ერაყში ჩადის საერთაშორისო ექსპერტთა პირველი ჯგუფი ჰანს ბლიკსის ხელმძღვანელობით.
კიპროსზე ყოფნისას ბლიკსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო ობიექტების ინსპექცია უახლესი ტექნიკით მოხდება. ერაყის ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა კვირას გაიმეორა, რომ ბაღდადი არ მუშაობს მასობრივი განადგურების იარაღზე 1998 წელს საერთაშორისო ინსპექციის შეწყვეტის შემდეგ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყი მზადაა ითანამშრომლოს გაეროს სამხედრო ექსპერტებთან.