ჩეხეთი ქვეყანაში შესასვლელ ვიზას მისცემს

ჩეხეთი ქვეყანაში შესასვლელ ვიზას მისცემს უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, რომელიც 21-22 ნოემბერს, ნატოს პრაღის სამიტს დაესწრება.
ჩეხეთი ქვეყანაში შესასვლელ ვიზას მისცემს უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, რომელიც 21-22 ნოემბერს, ნატოს პრაღის სამიტს დაესწრება.
ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. გასულ კვირაში ჩეხეთის ხელისუფლებამ ვიზის მიცემაზე უარი უთხრა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს - ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო. დღესვე, ბრიუსელში, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ შესაძლებლობას, ბელორუსიის ხელმძღვანელობას საერთოდ აეკრძალოს ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.