სერბიის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში იუგოსლავიის

სერბიის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში იუგოსლავიის პრეზიდენტის, ვოისლავ კოშტუნიცას მეტოქეები იქნებიან რადიკალ-ნაციონალისტი პოლიტიკოსები:
სერბიის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში იუგოსლავიის პრეზიდენტის, ვოისლავ კოშტუნიცას მეტოქეები იქნებიან რადიკალ-ნაციონალისტი პოლიტიკოსები:
ვოისლავ შეშელი და ბორისლავ პელევიჩი. ოქტომბერში მოწყობილ არჩევნებში კოშტუნიცამ ხმების უმრავლესობა მოაგროვა, მაგრამ ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო კენჭისყრის შედეგები გაუქმებულ იქნა. ამის შემდეგ სერბიის პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა: ახლა არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. პირველი ტურის ჩატარების პირობები უცვლელი დარჩა.