საფრანგეთის კულტურის წარმომადგენლებმა წერილი მისწერეს

საფრანგეთის კულტურის წარმომადგენლებმა წერილი მისწერეს რუსეთის პრეზიდენტს პუტინს და ევროპის კავშირს.
საფრანგეთის კულტურის წარმომადგენლებმა წერილი მისწერეს რუსეთის პრეზიდენტს პუტინს და ევროპის კავშირს.
წერილში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთში ხალხის გენოციდი ხდება. წერილის ავტორების თანახმად, მოწოდებებით ამ სისხლისღვრის შეჩერება შეუძლებელია და ევროპის კავშირისგან მოითხოვენ გადამჭრელ ქმედებას ჩეჩნეთში ძალადობისთვის ბოლოს მოღების მიზნით. წერილს ხელს აწერენ სხვათა შორის, კინორეჟისორი ჟან ლიუკ გოდარი, ფილოსოფოსები ჟაკ დერიდა და ანდრე გლიუკსმანი, ასევე კომპოზიტორი პიერ ბულეზი.