საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ასამდე მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ასამდე მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება, მას სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კახიშვილმა აცნობა, რომ შეწყალებულთა შორის 12 ქალი და 59 ყოფილი მეომარია. ამ ინფორმაციით, შეწყალება ამჯერად შეეხო მხოლოდ განსაკუთრებით მსუბუქი მუხლებით გასამართლებულ პირებს. შეწყალებულებიდან ნაწილი გაათავისუფლეს, ხოლო ნაწილს - სასჯელი შეუმცირეს (ზოგ შემთხვევაში გაუნახევრეს).