ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით გაეროს

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით გაეროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იანვარში გაიმართება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით გაეროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იანვარში გაიმართება.
ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ, მალხაზ კაკაბაძისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კაკაბაძის განმარტებით, მოლაპარაკების გადატანა (ის თბილისში, დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო) უკავშირდება სეპარატისტების მთავრობაში ამ ცოტა ხნის წინ მომხდარ ცვლილებას: პრემიერ-მინისტრად ანრი ჯერგენიას ნაცვლად გენადი გაგულიას დანიშნვნას. მალხაზ კაკაბაძის თქმით, მისთვის უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ჯერგენია თბილისთან მოლაპარაკებაში აფხაზი სეპარატისტების ლიდერის პირადი წარმომადგენლის სტატუსს.