როგორც ჩანს, ჩეჩენ საველე მეთაურს

როგორც ჩანს, ჩეჩენ საველე მეთაურს, სალმან რადუევს დაკრძალავენ ციხის სასაფლაოზე სოლიკამსკში, სადაც იგი სამუდამო პატიმრობას იხდიდა.
როგორც ჩანს, ჩეჩენ საველე მეთაურს, სალმან რადუევს დაკრძალავენ ციხის სასაფლაოზე სოლიკამსკში, სადაც იგი სამუდამო პატიმრობას იხდიდა.
ადგილობრივი სასჯელაღსრულების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ერმოლაევის თქმით, რადუევის ნათესავებს ჯერ არ უთხოვიათ გარდაცვლილის ცხედრის გადაცემა. მაგრამ თუკი მოთხოვნა იქნება, კოლონიის ხელმძღვანელობას უფლება აქვს, უარი თქვასო, განაცხადა ერმოლაევმა. სალმან რადუევი 14 დეკემბერს გარდაიცვალა პერმის ოლქის საავადმყოფოში. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ შინაგან ორგანოებში მრავალრიცხოვან სისხლის ჩაქცევებს. აი, რა განაცხადა სალმან რადუევის მეუღლემ, ლიდა რადუევამ, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა სტამბოლში: [რადუევას ხმა] "ჩემის აზრით, ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს, თავის მიწას, თავის ხალხს იცავს, არაფრით არ შეიძლება იყოს ტერორისტი. იგი თავისი ქვეყნის, თავისი სამშობლოს დამცველია. რუსეთი ვალდებული იქნება მოგვცეს ცხედარი, ვინაიდან ჩვენი მუსულმანური კანონებით მათთვის მისი დატოვების არავითარი უფლება არა გვაქვს. იგი თავის სამშობლოში, ჩეჩნეთის მიწაში უნდა დაიმარხოს და არა სადღაც რუსეთში".