დღეს სახელისუფლო ფრაქციებმა პარლამენტის

დღეს სახელისუფლო ფრაქციებმა პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს. მათ ამგვარად გამოხატეს პროტესტი
დღეს სახელისუფლო ფრაქციებმა პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს. მათ ამგვარად გამოხატეს პროტესტი
იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერის ვიტალი ხაზარაძის წინადადებას, რომლითაც მან მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონში "აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და წესის შესახებ" ცვლილებათა პროექტის დაუყოვნებლივი განხილვა მოითხოვა. მოგვიანებით სახელისუფლო ფრაქციების: "მოქალაქეთა კავშირის", "თანადგომისა" და "ალიანსი ახალი საქართველოსათვის" დემარშს ფრაქცია "სოციალისტიც" შეუერთდა.