სამხრეთ კორეაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში

სამხრეთ კორეაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი ლიბერალური პარტიის კანდიდატმა რო მუ ჰენმა.
სამხრეთ კორეაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი ლიბერალური პარტიის კანდიდატმა რო მუ ჰენმა.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რო მუ ჰენმა ხმების 49 პროცენტზე ოდნავ ნაკლები მოაგროვა, ხოლო მის მეტოქეს, კონსერვატული ოპოზიციის წარმომადგენელს ლი ჰვე ჩანს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 47-მა პროცენტმა. თავის შტაბ-ბინაში გამოსვლისას, სამხრეთი კორეის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ქვეყანა ახალ ეპოქაში - ჰარმონიისა და დიალოგის ხანაში შეაბიჯებს.