ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში ენერგოობიექტებზე

ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში ენერგოობიექტებზე დივერსიებისა თუ ავარიების თავიდან ასაცილებლად უშიშროების
ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში ენერგოობიექტებზე დივერსიებისა თუ ავარიების თავიდან ასაცილებლად უშიშროების
სამინისტროს თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმუშავებენ. ამის შესახებ გამოაცხადა უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა. თუმცა, პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან დასძინა, რომ ძირითადი საქმე ენერგეტიკოსების გასაკეთებელი იქნება. ლალიაშვილის თქმით, ენერგოობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უშიშროების სამინისტროში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან სპეციალური სამსახური მუშაობს.