საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი გაისად 58

საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი გაისად 58 მილიონიდან 93 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი გაისად 58 მილიონიდან 93 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია საქართველოს სწრაფვით, ნატოში გაწევრიანდეს, რის შესახებაც შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა გასულ თვეში, ნატოს პრაღის სამიტზე. ზედმეტია ნატოში შესვლაზე საუბარი, თუ სამხედრო უწყებამ არ დააკმაყოფილა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ნორმები და სტანდარტებიო - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.