უკრაინის კუთვნილი "ან-140"-ის ტიპის თვითმფრინავის

უკრაინის კუთვნილი "ან-140"-ის ტიპის თვითმფრინავის ამასწინანდელი კატასტროფის მიზეზად პილოტების ან ირანელი ავიადისპეჩერების შეცდომას ასახელებენ.
უკრაინის კუთვნილი "ან-140"-ის ტიპის თვითმფრინავის ამასწინანდელი კატასტროფის მიზეზად პილოტების ან ირანელი ავიადისპეჩერების შეცდომას ასახელებენ.
ამის შესახებ დღეს, ხარკოვში გამოაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. იქ იგი კატასტროფის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. თვითმფრინავში საავიაციო მრეწველობის რუსი და უკრაინელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი ირანში, ახალი თვითმფრინავის პრეზენტაციაზე მიემგზავრებოდნენ. კატასტროფაში 46 ადამიანი დაიღუპა.