მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის პოლიციამ დღეს, ოთხშაბათს დაკარგული ისრაელი მოქალაქის,
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის პოლიციამ დღეს, ოთხშაბათს დაკარგული ისრაელი მოქალაქის,
70-წლის მასუდ ელონის დამწვარი გვამი ნახა. მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ალ-აქსის წამებულთა ბრიგადამ", რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ერთ-ერთი ლიდერის ამასწინანდელი მოკვლისათვის იძია შური. რამდენიმე საათით ადრე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა პოლიციელებმა მოკლეს შეიარაღებული პალესტინელი, რომელიც ერთ-ერთ სახლში შეიჭრა ებრაულ დასახლება მაორში. ხუთშაბათს, ისრაელში მოქმედმა უფლებადამცავმა დაჯგუფება "ბეცელემმა" ყოველგვარი გასამართლებისა თუ ოფიციალური ბრალდების გარეშე ქვეყანაში დაკავებული ათასზე მეტი პალესტინელის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.