ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა დრაგან

ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა დრაგან ჩავიჩმა განაცხადა,
ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა დრაგან ჩავიჩმა განაცხადა,
რომ რესპუბლიკაში მდებარე საწარმო "ორაო", 1997 წლიდან ერაყს, საბრძოლო თვითმფრინავების "მიგ-21"-ის სათადარიგო ნაწილებს აწვდიდა არალეგალურად. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასული წლის ოქტომბერში საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა ხსენებული საწარმო გაჩხრიკეს. ქალაქ ბანია-ლუკაში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავიჩმა განაცხადა აგრეთვე, რომ ერაყთან არალეგალურ გარიგებაში შესაძლოა ბოსნიის მეორე ნაწილში - მუსულმანურ-ხორვატიულ ფედერაციაში, აგრეთვე იუგოსლავიასა და ხორვატიაში მდებარე საწარმოებიც მონაწილეობდნენ.