საქართველოს თავდაცვის სისტემის ხარჯები წლეულს

საქართველოს თავდაცვის სისტემის ხარჯები წლეულს 60 პროცენტით გაიზრდება და 42 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
საქართველოს თავდაცვის სისტემის ხარჯები წლეულს 60 პროცენტით გაიზრდება და 42 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ამის შესახებ ორშაბათის რადიოინტერვიუში გამოაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემათა ხარჯების ესოდენ მნიშვნელოვანი გაზრდა ერთხელ კიდევ ადასტურებს საქართველოს განზრახვას, ძირფესვიანად გარდაქმნას თავისი შეიარაღებული ძალები და მომავალში ნატოში გაწევრიანდეს.