ჩრდილოეთი კორეა გავიდა ბირთვული იარაღის

ჩრდილოეთი კორეა გავიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან,
ჩრდილოეთი კორეა გავიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან,
თუმცა განაცხადა, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას. კსდრ-ის ელჩმა გაეროში პაკ ჯირ იონმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯისკენ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის მტრულმა დამოკიდებულებამ უბიძგა. ელჩმა დასძინა, რომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩრდილოეთი კორეის მიერ ომის გამოცხადებად ჩაითვლება. კსდრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკ ნამ სუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მას ატყობინებს, რომ გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში.