იუგოსლავიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა შეერთებულ

იუგოსლავიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს მას იმ სამხედრო დამნაშავეთა დაკავებაში, რომელთა გადაცემასაც მოითხოვს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი.
იუგოსლავიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს მას იმ სამხედრო დამნაშავეთა დაკავებაში, რომელთა გადაცემასაც მოითხოვს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი.
ამ თხოვნამ დღეს გაიჟღერა ბელგრადში, იუგოსლავიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორან სვილანოვიჩისა და შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის, პიერ-რიშარ პროსპერის შეხვედრაზე. შეერთებული შტატები დახმარების შეწყვეტით ემუქრება იუგოსლაიას, თუკი ეჭვმიტანილები მარტის ბოლომდე არ გადაეცემიან ტრიბუნალს. კერძოდ, საქმე ეხება ბოსნიელ სერბთა ყოფილ სარდალს, გენერალ რადკო მლადიჩს.