ირანის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა უკრაინის

ირანის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა უკრაინის თვითმფრინავის, ან-140-ის კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა.
ირანის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა უკრაინის თვითმფრინავის, ან-140-ის კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა.
ირანის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელმა მფრინავებმა დაუშვეს შეცდომა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. თვითმფრინავი ან-140 დეკემბერში ჩამოვარდა ისფაჰანის მახლობლად. მასში იმყოფებოდა 46 ადამიანი - უკრაინელი და რუსი საავიაციო ექსპერტები, რომლებიც იმავე მოდელის თვითმფრინავის გამოსაცდელად მიემგზავრებოდნენ ირანში. კატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა.