ჩეჩნეთში, სოფელ ნოჟაი-იურტის მახლობლად მოხდა

ჩეჩნეთში, სოფელ ნოჟაი-იურტის მახლობლად მოხდა შეიარაღებული შეტაკება.
ჩეჩნეთში, სოფელ ნოჟაი-იურტის მახლობლად მოხდა შეიარაღებული შეტაკება.
როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იტყობინება, ბრძოლაში, რომელიც დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა, დაიღუპა ხუთი ჩეჩენი მებრძოლი. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რუსეთის მხარესაც არის მსხვერპლი. ჩეჩნეთის ურუს-მარტანის, შელკოვსკის, ვედენოსა და შალის რაიონებში გრძელდება ე.წ. "წმენდის" ოპერაციები. ათობით ადამიანი დააკავეს.