ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონში, დაუდგენელი პირები

ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონში, დაუდგენელი პირები თავს დაეხსნენ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლებს.
ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონში, დაუდგენელი პირები თავს დაეხსნენ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლებს.
ერთი მილიციონერი დაიღუპა, ხოლო სამი - დაიჭრა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. წუხელ იტუმ-კალეს რაიონში რუსეთის ავიაციამ მძლავრი იერიში მიიტანა არღუნის ხეობაში აღმოჩენილ მეამბოხეთა რაზმზე. სამხედროების ცნობით, იერიშის ადგილზე ექვსი ჩეჩენი მეამბოხის გვამები აღმოაჩინეს. ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება, რომ ერთ-ერთი ბომბი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა.