გერმანიის ჰესენისა და ქვედა საქსონიის

გერმანიის ჰესენისა და ქვედა საქსონიის მხარეებში დღეს არჩევნები გაიმართა.
გერმანიის ჰესენისა და ქვედა საქსონიის მხარეებში დღეს არჩევნები გაიმართა.
მიმომხილველები მოელიან, რომ კანცლერ გერჰარდ შრიოდერის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია გამანადგურებელ დარტყმას იგემებს ამ არჩევნებში. ოპოზიციური, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი წინასაარჩევნო დაპირებათა შეუსრულებლობაში ადანაშაულებს შრიოდერს, და მასვე აკისრებს ბეგარისა და უმუშევრობის გაზრდის, აგრეთვე ეკონომიკის დაცემის პასუხისმგებლობას. ამ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გერმანიის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის მდგომარეობა - გართულდება.