პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე მოითხოვს საქართველოს

პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თაობაზე დაწყებული გამოძიების მიერ დამნაშავის მიგნებას
პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თაობაზე დაწყებული გამოძიების მიერ დამნაშავის მიგნებას
და იმუქრება, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გენერალური პროკურორისა და სხვა ოფიციალური პირების იმპიჩმენტის საკითხს დასვამს. ამის შესახებ ხაზარაძემ, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერია, გამოაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ხაზარაძის თქმით, ის მზად არის, უარი თქვას სადეპუტატო იმუნიტეტზე, რათა ხელი შეუწყოს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. მანვე იმუნიტეტის მოსხნისაკენ მოუწოდა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გაკეთებული განცხადების ავტორებს. ესენი არიან "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლები: მათ ოთხშაბათს თქვეს, რომ საქართველოში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის ჩასაყენებლად. ამ ვერსიით, ვიტალი ხაზარაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება სურდა.