ევროპარლამენტის თავმჯდომარე პატ კოქსმა ევროკავშირის

ევროპარლამენტის თავმჯდომარე პატ კოქსმა ევროკავშირის ლიდერებს ერაყის კრიზისის განსახილველად შეკრებისკენ მოუწოდა კოქსმა ევროკავშირის ამჟამინდელ
ევროპარლამენტის თავმჯდომარე პატ კოქსმა ევროკავშირის ლიდერებს ერაყის კრიზისის განსახილველად შეკრებისკენ მოუწოდა კოქსმა ევროკავშირის ამჟამინდელ
თავმჯდომარე საბერძნეთს სთხოვა რაც შეიძლება სწრაფად იზრუნოს ერაყის საკითხზე ევროპული სამიტის ჩატარებისთვის. კოქსი იმედოვნებს, რომ ევროპის ქვეყნები შეძლებენ ერთიანი პოზიციის შემუშავებას და კიდევ ერთხელ შეეცდებიან აიძულონ ბაღდადი მისდიოს გაეროს მოთხოვნებს.
სამიტის აუცილებლობას ერაყის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების მიდგომათა სხვადასხვაობა განაპირობებს. საფრანგეთი, გერმანია და ბელგია შეერთებული შტატების მიერ ერაყში ომის შესაძლო დაწყების ოპონენტი ქვეყნების სათავეში დგანან. დღესვე ქრის პატენმა ქებით მოიხსენია ერაყის მეზობელი და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც განაგრძობენ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინზე ზეწოლას გაეროს ინსპექტორებთან თანამშრომლობის იძულების მიზნით.