დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ერაყთან

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ერაყთან მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, გერმანია და საფრანგეთი
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ერაყთან მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, გერმანია და საფრანგეთი
ერთობლივ სამოქმედო გეგმას ამზადებენ. თავის უკანასკნელ ნომერში, რომელიც ორშაბათს გაიყიდება, გერმანიის ჟურნალი "შპიგელი" წერს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბერლინსა და პარიზს განზრახული აქვთ წამოაყენონ წინადადება, რომ ერაყში გაეროს სამხედრო კონტინგენტი განთავსდეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის განსაიარაღებლად. "შპიგელი" დასძენს ამასთანავე, რომ გერმანიის მთავრობა მზადაა ერაყში მიავლინოს თავისი ჯარისკაცები, რომლებიც მრავალეროვან კონტინგენტში იმსახურებენ.