თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლებმა დღეს დახურულ კარს მიღმა გამართეს თათბირი
თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლებმა დღეს დახურულ კარს მიღმა გამართეს თათბირი
ერაყის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში 62 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის თურქეთში განთავსების საკითხის განსახილველად. თათბირი ხვალ გაგრძელდება, რასაც იმავე ან მომდევნო დღეებში მოჰყვება კენჭისყრა პარლამენტში. მმართველი პარტიის ბევრი დეპუტატი მხარს არ უჭერს ანკარის მონაწილეობას ერაყის წინააღმდეგ ომში. მთავრობის წინადადება ეხება აგრეთვე ქურთების კონროლქვეშ მყოფ ჩრდილო ერაყში თურქეთის ჯარების განლაგების საკითხს. დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა გიულთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის ჯარების სასწრაფოდ განლაგების მნიშვნელობა.