პაკისტანის ხელისუფალთა განცხადებით, გრძელდება "ალ

პაკისტანის ხელისუფალთა განცხადებით, გრძელდება "ალ ყაიდის" შაბათს დაპატიმრებული ერთ-ერთი ლიდერის, ხალიდ შეიჰ მოჰამედის დაკითხვა.
პაკისტანის ხელისუფალთა განცხადებით, გრძელდება "ალ ყაიდის" შაბათს დაპატიმრებული ერთ-ერთი ლიდერის, ხალიდ შეიჰ მოჰამედის დაკითხვა.
"ალ ყაიდის" ტერორისტული ორგანიზაციის იერარქიაში ხალიდ შეიჰ მოჰამედს მესამე პირად მიიჩნევენ ოსამა ბინ-ლადენისა და მისი მოადგილის, ეგვიპტელი აიმან ზავაჰირის შემდეგ. ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აზიზ აჰმედ ხანმა დაადასტურა, რომ ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ქალაქ რავალპინდიში ჩატარებული საგანგებო ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს მადლობა გადაუხადა "ალ ყაიდის" ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებისთვის.