თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერს რეჯეფ ერდოანს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.
თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერს რეჯეფ ერდოანს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.
ამ წინადადებამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა გიული თანამდებობიდან გადადგა. ერდოანს, რომელიც გასულ კვირაში პარლამენტში აირჩიეს, თურქეთის კანონის თანახმად, უფლება აქვს, სათავეში ჩაუდგეს მინისტრთა კაბინეტს. ერდოანმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს მიმართავს განაცხადით ქვეყანაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა განთავსების შესახებ.