ერაყში ომის შემთხევაში ინდოეთი შეერთებული

ერაყში ომის შემთხევაში ინდოეთი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაციას არ მისცემს ინდოეთის ტერიტორიაზე საწვავის შევსების ნებას.
ერაყში ომის შემთხევაში ინდოეთი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაციას არ მისცემს ინდოეთის ტერიტორიაზე საწვავის შევსების ნებას.
ამის შესახებ დღეს განაცხადა ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა. მაგრამ მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მიუმართავს ინდოეთისთვის შესაბამისი თხოვნით. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკის თვითმფრინავები ბომბეიში ივსებდნენ საწვავის მარაგს. ინდოეთი ერაყის ამჟამინდელი კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარების მომხრეა.