ევროკავშირის სამიტის დასასრულს გამოსვლისას საფრანგეთის

ევროკავშირის სამიტის დასასრულს გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები,
ევროკავშირის სამიტის დასასრულს გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები,
როცა გაეროს რეზოლუციის გარეშე დაიწყეს საომარი მოქმედებები ერაყში. შირაკის თქმით, საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს ომის შემდგომ ერაყში სიტუაციის ამერიკულ-ბრიტანულ მართვას, არამედ ერაყის აღდგენის კოორდინაცია მხოლოდ გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს. ქაიროში არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ გაეროს ომის შეჩერებისთვის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.